ბოლო დროს პრესაში აქიტურად იწერება იმის შესახებ, რომ მადრიდის “რეალი” ‘აინტრახტის” ახალგაზრდა სერბი ფორვარდის, ლუკა იოვიჩის შეძენით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მადრიდელები” გერმანელებს კონკრეტული წინადადებით უახლოეს პერიოდში მიმართავს.

როგორც ცნობილია, “სამეფო კლუბის” პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი მზადაა ახალგაზრდა ფორვარდში “აინტრახტს” 65 მილიონი ევრო შესთავაზოს.

ბუნდესლიგის მიმდიანრე სეზონში ლუკა იოვიჩმა გერმანული კლუბის მაისური 25 შეხვედრაში მოირგო სადაც თავი 16 გატანილი გოლითა და 5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ სერბი ფეხბურთელის შეძენით მადრიდის “რეალის” გარდა, კატალონიის “ბარსელონაცაა” დაინტერესებული.

Facebook Comments
avia biltebi