მორიგი სამწუხარო ამბავი, რა ხდება გიორგი ჩაკვეტაძის თავს

0
124

მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და  ბელგიური “გენტის” შემტევი გიორგი ჩაკვეტაძის მოედანზე დაბრუნების საკითხი ისევ გაურკვეველია.

როგორც გამოცემა Het Laatste Nieuws-ი უტყობინება , საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა გასული კვირა “გენტთან” ერთად ივარჯიშა, მაგრამ მუხლის ტრავმის მორჩენის შემდეგ, ჯერ სათამაშოდ მოუმზადებელია.  

ის გუნდს ვერც მომავალ ორ ტურში – შინ ლიეჟის “სტანდარდთან” და სტუმრად “გენჯთან” გასამართ მატჩებში დაეხმარება.

შეგახსენებთ, 19 წლის ჩაკვეტაძემ ბოლო “გენტის” მაისურით 30 იანვარს ბელგიის თასის ნახევარფინალში “ოსტენდესთან” ითამაშა.

Facebook Comments
avia biltebi