ნეიმარი: “ბარსელონაში” გატარებული წლები ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო იყო”

0
126

ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელმა ნეიმარმა მედიის წარმომადგენლებთამ საუბრისას “ბარსელონაში” გატარებული პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ის დრო ენატრება.

“2015 წელს ჩვენ შესანიშნავი სეზონი ჩავატარეთ, ძალიან კარგი გუნდი გვყავდა – როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ, საოცრად მეგობრულები და შეკრულები ვიყავით”.

“ჩვენი ურთიერთობები განსაკუთრებული იყო. ეს მომენტები ძალიან მენატრება”, – ციტირებს ნეიმარის სიტყვებს Mundo Deportivo.

შეგახსენებთ, ნეიმარი “ბარსელონადან” “პსჟში” 2017 წელს 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

კატალონიური გრანდის შემადგენლობაში ბრაზილიელმა 186 მატჩი ჩაატარა, 105 გოლი გაიტანა და 76 საგოლე გადაცემა მიითვალა. ნეიმარს “ბარსელონასთან” ერთად 8 ტიტული აქვს მოგებული.

Facebook Comments
avia biltebi