ტოტალიზატორი და ზოგადად ფსონები მთელ მსოფლიოში ძალიან გავრცელებულია და უამრავი მომხმარებელიც ჰყავს. ყოველ წელს ახალ-ახალი ფსონები ჩნდება, თუმცა აფრიკაში საოცარი რამ მოხდა – ტანზანიური “იანგ აფრიკანზის” გულშემატკივარმა თავისი ცოლი წააგო.

ორმა აფრიკელმა შეთანხმება დადო, რომ დამარცხებული გუნდის გულშემატკივრის მეუღლე, ღამეს გამარჯვებულთან ერთად გაატარებდა. მათ ეს შეთანხმება წერილობითი სახით ნოტარიუსსაც კი დაამტკიცებინეს.

შეგახსენებთ, რომ ანალოგიური ფსონი ადრეც გაკეთებულა. კერძოდ მალაიზიაში, თუმცა ამ სიტუაციისგან განსხვავებით, აზიელმა გულშემატკივარმა საყვარელი ადამიანი სამუდამოდ დაკარგა.

Facebook Comments
avia biltebi