ანტალიის გრან პრიზე 8 ქართველი ძიუდოისტიდან მედლისთვის მხოლოდ 1 იჭიდავებს [VIDEO]

0
178

5 აპრილს ანტალის გრანდ სლემის პირველმა საშეჯიბრო დღემ აიღო სტარტი, სადაც ბრინჯაოს მედლისთვის ერთი ქართველი ძიუდოისტი ბაგრატ ნინიაშვილი იჭიდავებს.
ნინიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირებაში რუსეთის წარმომადგენელ აბდულა აბდულზჰალილოვს შეხვდება.
ბაგრატ ნინიაშვილმა (66) მეორე წრეში თურქი აბდულა ბერკინ ოზჩანი დაამარცხა, შემდეგ კი ბრაზილიელ ჩარლზ ჩიბანას ვაზარით მოუგო. მეოთხედფინალში ნინიაშვილმა ჟოაო კრისოსტომოს იპონით სძლია.

ნახევარფინალში ქართველი ძიუდოისტი რუს მიხაილ პულიაევს შეხვდა და სამი გაფრთხილებით წააგო.

Facebook Comments
avia biltebi