ანტალიის გრან პრი: საქართველოს ნაკრების 20-კაციანი შემადგენლობა ცნობილია

0
150

5 აპრილს ანტალიაში ძიუდოს გრან პრი დაიწყება, სადაც საქართველოს დელეგაცია 20 სპორტსმენით იქნება წარდგენილი.

ტურნირი 5-7 აპრილს გაიმართება და მასში მონაწილეობას 78 ქვეყნის 537 ძიუდოისტი, მათ შორის, 330 მამაკაცი და 207 ქალი მიიღებს.

საქართველოს ნაკრების ღირსებას 14 მამაკაცი და 6 ქალი სპორტსმენი დაიცავს.

ჩვენი გუნდის შემადგენლობა ამ დროისთვის ასე გამოიყურება, თუმცა ახლო მომავალში შესაძლოა ცვლილებები მოხდეს:

ვაჟები60 კგ – ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი
66 კგ – ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი
73 კგ – ფრიდონ გიგანი, ლაშა შავდათუაშვილი

81 კგ – ლუკა მაისურაძე, ვლადიმერ ახალკაცი
90 კგ – უშანგი მარგიანი, ავთანდილ ჭრიკიშვილი
100 კგ – ონისე სანებლიძე, ლაშა ტაველური+100 კგ – გიორგი ზაქარიაძე, ონისე ბუღაძე
ქალები
48 კგ – ნატალია ყიფშიძე
52 კგ – ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი, მარიამ ჯანაშვილი
57 კგ – ეთერ ლიპარტელიანი70 კგ – მარიამ ჭანტურია+78 კგ – სოფიო სომხიშვილი

Facebook Comments
avia biltebi