ბექა ღვინიაშვილი 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ეკატერინბურგის გრანდ სლემის ფინალში დამარცხდა.
ქართველი ძიუდოისტი ფინალურ ბრძოლაში ჰოლანდელ ნოელ ვან ტი ენდთან იპონით დამარცხდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

აღსანიშნავია, რომ ოპერაციის გამო ბექას დიდი დრო გაუცდა და ეს 2017 წლის შემდეგ მისი პირველი ტურნირია.

საქართველოს ნაკრები ეკატერინბურგში 12-კაციანი შემადგენლობით გაემგზავრა და უკან სამი მედლით ბრუნდება.

ბექა ღვინიაშვილის გარდა, ბრინჯაოს მედლებს ბაგრატ ნინიაშვილი (66) და ლუკა მაისურაძე (81) დაეუფლნენ.

Facebook Comments
avia biltebi