კალინინგრადში ტიტულის შესანარჩუნებლად

0
69

უმცროსი ბორჯღალოსნები ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე ბოლო, 5-დღიან შეკრებაზე მარტყოფის ბაზაზე შევიდნენ, სადაც 7 აპრილამდე დარჩებიან. 

მთავარი მწვრთნელის, დავით ჩავლეიშვილის გადაწყვეტილებით, დასკვნით შეკრებას 36 მორაგბე გაივლის, საიდანაც ევროპის ჩემპიონატზე, რუსეთის ქალაქ კალინინგრადში წამსვლელი 26 მოთამაშე შეკრების ბოლო დღეს დასახელდება. 

გუნდი კალინინგრადში 10 აპრილს გაემგზავრება და პირველ მატჩს 14 აპრილს გამართავს. მეოთხედფინალში ჩვენი მეტოქე გერმანიის ნაკრები იქნება და შეხვედრა საქართველოს დროით 20:25 საათზე დაიწყება. სხვა მეოთხედფინალურ წყვილებში ესპანეთი ჰოლანდიას, პორტუგალია ბელგიას და რუსეთი რუმინეთს ეთამაშება. ნახევარფინალები 17, ხოლო ფინალური მატჩები 20 აპრილს გაიმართება. 

შეგახსენებთ, საქართველოს 18 წლამდე ნაკრები კალინინგრადში მოქმედი ევროპის ჩემპიონის რანგში ჩადის. შარშან მათ პოლონეთში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ფინალში საფრანგეთის ნაკრებს მოუგეს.

Facebook Comments
avia biltebi