ორი ქართული ლელო 15 წუთში + ვიდეო

0
136
Montpellier's Georgian hooker Shalva Mamukashvili (R) celebrates with Montpellier's South African François Steyn (L) after scoring a try during the European rugby champions cup match between Montpellier and Castres on December 11 , 2016 at the Altrad stadium in Montpellier, southern France. / AFP PHOTO / PASCAL GUYOTPASCAL GUYOT/AFP/Getty Images

ბორჯღალოსანმა ოთარ გიორგაძემ პრო დე2-ის 26-ე ტურში ორი ლელო გაიტანა. ‘ბრივმა’ ‘მონ-დე-მარსანი’ 29:27 დაამარცხა და ამ გამარჯვებაში ოთიას გარდა წვლილი კიდევ სამ ბორჯღალოსანს მიუძღვის.

23 წლის გიორგაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და ლელოების გასატანად სულ 15 წუთი დაჭირდა. მან ორი ერთნაირი ლელო გაიტანა: 9 ნომრისგან გადაცემა მაღალ სიჩქარეზე მიიღო და ხაზი სუფთად გაჭრა – პირველ ჯერზე მარცხენა და მეორე ჯერზე მარჯვენა ფრთაზე. გიორგაძემ მოედანზე 59 წუთი გაატარა. მიმდინარე სეზონში მან პრო დე2-ის 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 5 ლელო გაიტანა.

Facebook Comments
avia biltebi