1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი – საქართველოს ნაკრების გუნდური პირველი ადგილი ანტალიის გრან პრიზე [VIDEO]

0
56

, ანტალის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს 90 კგ. წონით კატეგორიაში ვერცხლი გიორგი პაპუნაშვილმა, ხოლო ბრინჯაო ავთანდილ ჭრიკაშვილმა მოიპოვა.
ჭრიკაშვილმა იპონით სძლია სერბ ალექსანდრ კუკოლს, პაპუნაშვილი კი იპონით თურქ მიკაილ ოზერლერთან დამარცხდა.
მძიმე წონითი კატეგორიის ფინალი ლევან მატიაშვილმა ჰოლანდიელ როი მეირთან დამატებით დროში ვაზარით წააგო.
საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.
შეგახსენებთ, ლუკა მაისურაძე (81 კგ) ოქროს, ხოლო ბაგრატ ნინიაშვილმა (66 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
Facebook Comments
avia biltebi