ტონი ფერგიუსონი ხაბიბს: შენი დრო წასულია – ერთი სული მაქვს, მუხლებზე დაგაყენო

0
287

მსუბუქ წონით კატეგორიაში UFC-ის ყოფილი დროებითი ჩემპიონი ტონი ფერგიუსონი სოციალურ ქსელ Twitter-ზე აქტიური მომხმარებელია. ის ხელიდან არასოდეს უშვებს მომენტს, რომ ლაითვეითის მწვერვალზე მყოფ კონკურენტებს შეუტიოს.

ასე მოხდა სულ ცოტა ხნის წინ. ტონი გამოეხმაურა სიახლეს, რომ ბუკმეკერებმა ფსონების მიღება დაიწყეს ხაბიბ ნურმაგომედოვისა და კონორ მაკგრეგორის რევანშთან დაკავშირებით. ამ წყვილში უდიდესი უპირატესობით ფავორიტად დაღესტნელი მებრძოლი მიიჩნევა, რომელმაც გასული წლის ოქტომბერში ირლანდიელი დამაჯერებლად, მე-4 რაუნდში დაამარცხა.

“ხაბიბ, შენი დრო წასულია. არ გამექცე, როგორც ეს UFC 209-ზე გააკეთე. შენ არ ხარ ამ სპორტის ერთგული. ერთი სული მაქვს, რომ მუხლებზე დაგაყენო. შენთვის სპეციალურად მოვამზადე ჰალსტუხი”, – დაწერა ტონი ფერგიუსონმა სოციალურ ქსელში.

გავიხსენოთ, რომ რამდენიმე კვირის წინ ტონის მეუღლემ სახლში პოლიცია გამოიძახა, რადგან როგორც თვითონ თქვა, ფერგიუსონს ჰალუციანციები ჰქონდა.

Facebook Comments
avia biltebi